ონლაინ მაღაზია 1

კომპანიის შესახებ

კომპანია ლიბო გრუპი გაყიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც სამომხმარებლო და ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციას ახორციელებს როგორც საქარველოს მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ლიბო გრუპი დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს გაყიდვების სფეროში.

ლიბო გრუპი თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან, რომელთა პროდუქცია მსოფლიო ბაზრის წამყვან ბრენდებად გვევლინებიან. მათ შორის არიან ისეთი კომპანიები როგორიცაა:  Ontex Global, Slobozhanski Soap Boyler, Ergopack, Pakshoo Industrial Group, Sarantis და სხვა.

კომპანია დაარსდა 2003 წელს, თავდაპირველად მისი საქმიანობა მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა. სულ მალე ახალგაზრდა და კრეატიული ჯგუფის დახმარებით გააფართოვა მოქმედების არეალი. მოიცვა ქვეყნის ყველა რეგიონი, ამავდროულად ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. ამჟამად კი თანამედროვე და ევროპული ტიპის კომპანიაა, რომელსაც ენდობიან მსოფილიოს წამყვანი ბრენდები და მათი ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.

 

კომპანიის მიზანი

კომპანია ლიბო გრუპის მიზანია როგორც სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, ასევე კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, რომელიც დაფუძნებულია მომსახურების ეფექტური და მაღალი სტანდრატის იდეაზე. სადაც მნიშვნელოვანია, რომ დასახული ამოცანა ხარისხისა და მაღალი სტანდარტების დაცვით 100% -ით იქნეს შესრულებული, რომელიც ეფუძნება ერთიან ძალისხმევას და გუნდური სულისკვეთების პრინციპებს, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.