ონლაინ მაღაზია 1

მიზანი და მისია

კომპანიის მიზანია  პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ერთად, გუნდური მუშაობის პრინციპით, ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროს მომხმარებელთან, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შეთავაზების გზით. რაც თავის თავში კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელებას და სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციით მომარაგებას გულისხმობს.

 

ჩვენ გვჯერა, პატიოსნება, პასუხისმგელობა და პროფესიონალიზმი სამსახურეობრივი ურთიერთობების ძირითადი და განუყოფელი ნაწილია, რომელიც კომპანიის წარმატებას განაპირობებს.  

 

მნიშვნელოვანია, რომ დასახული ამოცანა ხარისხისა და მაღალი სტანდარტების დაცვით 100% -ით იქნეს შესრულებული, რომელიც ეფუძნება ერთიან ძალისხმევას და გუნდური სულისკვეთების პრინციპებს, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან მომხმარებელს გავუწიოთ ხარისხიანი, დროული და ეფექტური მომსახურება. ამ გრძელ ჯაჭვში კი ჩვენ ღრმა მადლიერებას და პატივისცემას გამოვხატავთ თანამშრომლების, მომწოდებლების და პარტნიორების მიმართ. 

 

ღირებულებები, რომლითაც ლიბო გრუპში ვხელმძღვანელობთ:

  • პასუხისმგებლობა შესრულებულ სამუშაოზე
  • პროფესიონალიზმი
  • სწრაფი რეაგირება ბაზრისადმი
  • მომხმარებელთა მოთხოვნის განჭვრეტა
  • კეთილსინდისიერება
  • გუნდური მუშაობის პრინციპი
  • სრაფვა დასახული მიზნისკენ
  • მომსახურების მაღალი ხარისხი