ონლაინ მაღაზია 1

პარტნიორები

კომპანია ლიბო გრუპი, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს საბითუმო გაყიდვების სფეროში, იმ დაუღალავი შრომის შედეგია, რომელსაც კომპანია ყოველდღიურად ახორციელებს პარტნიორ მომწოდებელ კომპანიებთან. სწორედ ყოველდღიურმა დაუღალავმა მუშაობამ, პასუხისმგებლობამ, პროფესიონალიზმმა და მიზნისკენ სწრაფვამ განაპირობა სტაბილური და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება საერთაშორისო კომპანიებთან.


დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით ვთანამშრომლობთ ისეთ მსხვილ საერთაშორისო  კომპანიებთან, როგორებიცაა Ontex Global, Slobozhanski Soap Boyler, Ergopack, Pakshoo Industrial Group, Sarantis და სხვა. ქართველ მომხმარებლებს კი ვთავაზობთ მათი პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რომელთა მიწოდებასაც უზრუნველყოფს პროფესიონალთა გუნდი.