Latest News

Ontex

 

რა აძლევს სიცოცხლეს უსულო საგნებს, ან რატომ გვანიჭებს სიამოვნებას საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა?!

ის, რაშიც რობოტექნიკა ნამდვილად ვერასდროს ჩაგვანაცვლებს, ზრუნვის კონცეფციაა. სიყვარულით ყველაფერი უკეთ გამოდის და ამას ყოველთვის გრძნობენ ადამიანები.

Ontex სწორედ ის ბელგიური კომპანიაა, რომელმაც კრედოდ, ადამიანებზე ზრუნვა აქცია და 1979 წელს ბელგიაშივე დაწყებული ჰიგიენური საფენების ისტორია მის სფეროში გიგანტ კორპორაციად აქცია, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. ძირითადი მიმართულებებია საბავშვო საფენები, უროლოგიური, ზრდასრულთა და ხანდაზმულთა საფენები. კომპანიის ქარხნები და ოფისები წარმოდგენილია ევროპაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკაში. მისი ხარისხიანი, მაღალეფექტური და ხელმისაწვდომი პროდუქცია კი მსოფლიოს 100 მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მათ შორის საქართველოში, სადაც ის წლებია თამაშრომლობს სადისტრიბუციო & მარკეტინგულ კომპანია ლიბოგრუპთან. 

აღნიშნული პარტნიორობის შედეგად დღესდღეობით ონტექსი საქართველოში წარმოდგენილია არაერთი ბრენდით, მათ შორის აღსანიშნავია, ქანბებე, ქანფედი და ჰელენჰარპერი, როემლიც ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში, ეს იქნება ჰიპერმარკეტები, სააფთიაქო ქსელები თუ პატარა მაღაზიები ქვეყნის ყველა ნაწილში.

Ontex-ის პარტიორებმა, ეს იქნებიან მსხვილი სავაჭრო ორგანიზაციები, ინსტიტუციები თუ ჯანდაცვის საცალო პროვაიდერები, იციან, რომ იგი არასდროს წავა კომპრომისზე ხარისხთან მიმართებაში, ამიტომაც მას ენდობიან, რაც ქმნის წარმატებული თანამშრომლობის ჯაჭვს ქარხნიდან თითოეულ მომხმარებლმადე.

ათწლეულების გამოცდილებამ პირადი ჰიგიენის საერთაშორისო ბიზნესში აჩვენა, რომ კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესებზე და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდება. განვითარების ამ პროცესში, დაკვირვებებისა და ცვლილებების საფუძველზე ჩამოაყალიბეს რამდენიმე ძირითადი ხაზი: ერთ-ერთია ბავშვთა მოვლის ხაზი, რომელიც საქართველოში ქანბებესა და ჰელენ ჰარპერის სახითაა წარმოდგენილი.

ბრენდმა მოისმინა და გაითვალისწინა მომხმარებელთა სათქმელი. მიდგომა დაეხმარა წარმატებული ხაზის შექმნას, სწორი გადაწყვეტილეებებით, რათა პატარები მშობლებთან ერთად მაქსიმალურად იყვნენ კმაყოფილნი. 

საბავშვო საფენების გარდა, ონტექსი ორიენტირებულია ქალთა ჰიგიენასა და ზრდასრულთა საფენების წარმოებაზე, რომელსაც ქანფედისა და ვინდელჰოსენის ბრენდი წარმოადგენს და მასზე ექსკლუზიური უფლება კომპანია ლიბოგრუპს ეკუთვნის.