ლიდერი სადისტრიბუციო & მარკეტინგული კომპანია საქართველოსა და სომხეთში

 

კომპანია ლიბო გრუპი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც მოიცავს ქვეყნის სრულ ტერიტორიას და დასაქმებული ყავს 250 -ზე მეტი თანამშრომელი.

კომპანიას საწყობები აქვს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. გარდა ამისა სადისტრიბუციო ოპერაციებს ასრულებს სომხეთში და აქვს დიდი საწყობები სომხეთის ორ დიდ ქალაქში ერევანსა და გიუმრიში. 

ორივე ქვეყანაში მოიცავს 14 ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტს.

 

მისია:

კომპანიის მიზანია  პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ერთად, გუნდური მუშაობის პრინციპით, ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროს მომხმარებელთან, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შეთავაზების გზით. რაც თავის თავში კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელებას და სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციით მომარაგებას გულისხმობს.