ბაზრის დაფარვის მოდელით ლიბო გრუპი ერთ-ერთი ლიდერია დისტრიბუციის სფეროში, რომელიც მოიცავს ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე ყველა წამყვან სავაჭრო ობიექტს. თანამშრომლობა ხორციელდება იმ ორგანიზაციული სტრუქტურის მეშვეობით, რომელიც შექმნილია კონკრეტული საბაზრო არხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

აღნიშნული არხები მოიცავს სააფთიაქო ქსელებს, მსხვილი და საშუალო ჰიპერმარკეტების ქსელებს,  მათ შორის აღსანიშნავია "კარფური" "სუფთა სახლი" "ნიკორა" "სპარი" "პსპ" "ავერსი" "იმპექსი" "ჯი პი სი" "ფარმადეპო" და სხვა. ასევე აღსანიშნავია მცირე სავაჭრო პუნქტები და ბაზრობები.

თანამშრომლობის კუთხით თითოეული  საბაზრო არხისათვის გაყიდვების ჯგუფი ქმნის განსხვავებულ, კონკრეტულ არხზე მორგებულ სამოქმედო სტრატეგიებს, ითვალისწინებს მათ თავისებურებებსა და შესაძლებლობებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ეფექტურ მომსახურებას და კმაყოფილებას. 

ლიბო გრუპის კვალიფიციური გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდი აქტიურად თანამშრომლობს თითოეულ ობიექტთან, იყენებს ერთობლივ ბიზნეს გეგმას, ავითარებს პორტფელს, უზრუნველყოფს ეფექტურ მერჩენდაიზინგსა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტის განლაგებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს პროდუქციის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანას და გაყიდვების ზრდას. 

ადგილობრივი პარტნიორები