Latest News

canped

დღეს, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და ზრუნვის იდეით იქმნება საუკეთესო პროდუქტები, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჯანმრთელობის პრობლემების დასაძლევად და ისეთ უხერხულ სიტუაციებთან გასამკლავებლად, როგორიც შარდის შეუკავებლობაა. უნებლიე შარდვა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ქალებში და ზრდასრული მდედრობითი სქესის მეოთხედს აწუხებს. თუ ქალებში ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს, ბევრად დაბალია მისი განვითარების რისკი კაცებში და აქ მხოლოდ 4%-ში გვხვდება. 

კვლევებით დასტურდება რომ შარდის შეუკავებლობა ჩვენს ჯანმრთელობაზე ექსტრემალურად უარყოფით გავლენას ახდენს და 70%-ით უარესდება ცხოვრების ხარისხი. პაციენტების 20%-ში ვითარდება კლინიკური დეპრესია, ხოლო შფოთვა აღენიშნება 30%-ზე მეტს. ყოველი პრობლემის გადასაჭრელად, უბრალოდ საჭიროა შევარჩიოთ საუკეთესო ტექნოლოგიებით შექმნილი, უმაღლესი ხარისხის ნაწარმი, რომელიც ყველაზე უხერხულ პრობლემებსაც იოლად გაუმკლავდება. ამ მიზნით შეიქმნა ქანფედი, რომლის უროლოგიური საფენი მოგანიჭებთ თავისუფლებას შარდის შეუკავებლობის დროს. ქანპედი ბელგიური ინდუსტრიის ONTEX-ის პროდუქტია, რომელმაც შექმნის დღიდან უმოკლეს დროში მოიპოვა პოპულარობა და განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. 

ქანპედის შექმნელებმა იზრუნეს, რათა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შეუკავებლობისთვის, შეექმნათ ინდივიდუალური, გამოწმვევ მიზეზებსა და მახასიათებლებზე ზუსტად მორგებული პროდუქტი. გამომდინარე აქედან ქანფედი თავის პროდუქციაში რამოდენიმე სახეობას გამოყოფს:

  • ქალისა და მამაკაცის უროლოგიური საფენი
  • საფენი ტრუსი
  • საფენი ზეწარი
  • ღამის საფენი მეტი ტენის შემწოვი ეფექტით
  • საფენი მწოლიარე პაციენტებისა და მოხუცებისთვის


ქანპედი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შექმნილია განსაკუთრებული ტექნოლოგიებით, რომელიც რთული სტრუქტურის წყალობით აღწევს მაქიმალურ შედეგს თითოეული მომხმარებლის კომფორტისთვის. საფენის სტრუქტურა შედგება ზედა ფენისგან, რომელიც რბილი ტექსტურითაა დაფარული, უსიამოვნო შეგრძნების თავიდან აცილების მიზნით. მის ქვეშ არსებული სითხის გამანაწილებელი ფენა ანაწილებს სითხეს თანაბრად. ხოლო შუა ფენა შემწოვი გრანულების წყალობით უზრუნველყოფს სითხის უსწრაფესად შეწოვას, რაც უსიამოვნო სუნის თავიდან აცილების გარანტორია. გარე ფენა წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს, რომელიც გვიცავს სითხის გაჟონვისგან. ბოლოს, იგი აღჭურვილია სისველის ინდიკატორით, რომელიც მიგვითითებს საფენის გამოცვლის დროზე. 

ლიბოგრუპი უკვე 15 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს მწარმოებელ ბელგიურ კომპანია ონტექსთან და მის წარმომადგენლობასთან. ამ თანამშრომლობის შედეგად ბრენდი მეტად პოპულარული გახდა შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. გარდა ამისა შეუკავებლობის პრობლემების დროს მის აქტიურად გამოყენებას გვირჩევენ დარგის წამყვანი სპეციალისტი, ექიმი უროლოგები.

დღესდღეობით რამდენადაც ლიბოგრუპი თანამშრომლობს საქართველოში ყველა მსხვილ თუ საშუალო სავაჭრო ობიექტთან, ეს იქნება სუპერმარკეტები თუ სააფთიაქო ქსელები, ქანფედის პროდუქცია წარმოდგენილია მთელ საქარველოში და მისი მოძიება მოსახერხებელია ყველგან, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მათ შორის ონლაინ მაღაზიებსა და პლატფორმებზე.