კომპანია ლიბო გრუპი გაყიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა. იგი ახორციელებს სამომხმარებლო და ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციას როგორც საქარველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს გაყიდვების სფეროში.
ლიბო გრუპი თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებთან, რომელთა პროდუქცია მსოფლიო ბაზრის წამყვან ბრენდებად გვევლინებიან. მათ შორის არიან ისეთი კომპანიები როგორიცაა: Ontex Global, Sarantis Group, Ergopack, Farmaceutici Dottor Ciccarelli, Henkel, Volyn Global Paper (VGP), Flormar, Holle, Slobozhanski Soap Boyler და სხვა.
კომპანია დაარსდა 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული და დაძაბული ვითარება იყო, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თუ სოციალური პროცესების გათვალისწინებით. მიუხედავად ამ სირთულეებისა, კომპანია წლიდან წლამდე ვითარდებოდა, იმატებდა ახალ ბრენდებს და ძლიერდებოდა. დღესდღეობით კი თანამედროვე და ევროპული ტიპის კომპანიაა, რომელსაც ენდობიან მსოფილიოს წამყვანი ბრენდები და მათი ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.
ლიბო გრუპმა, რომლის საქმიანობა, პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა, ძალიან მალე გააფართოვა მოქმედების არეალი. მცირე რესურსების მიუხედავად ახალგაზრდა და კრეატიულმა ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია. მოიცვა ქვეყნის ყველა რეგიონი და ამავდროულად ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. ამჟამად კი წარმატებულ სადისტრიბუციო საქმიანობას ახორციელებს როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში.
ცენტრალური ოფისი და საწყობი წარმოდგენილია თბილისში. ხოლო ყველა დიდ ქალაქში ფუნქციონირებს კომპანიის წარმომადგენლობითი ფილიალები.
დღეს ლიბო გრუპი დისტრიბუციას უწევს ისეთ მსხვილ ბრენდებს როგორიცაა "Canbebe" "Canped" "Helen Harper baby" "Ave" "Holle" "Carroten" "Melochi Djizni" "Novax" "Ruta" "Pasta Del Capitano" "STR8" "Flormar" "NAT" "Luksja" "Morning Fresh" "Biocotton" "Moment" "Voi" "Shik" "Uti-puti" და სხვა.
ბაზარზე, კომპანიამ თავისი მოღვაწეობის პერიოდში, არაერთხელ დაამტკიცა პროფესიონალურად მუშაობის უნარი და სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს პარტნიორებთან გრძელვადიან და მჭიდრო ურთიერთობას. სწორედ ამიტომ ბაზრის მოცვის მოდელით, ლიბო გრუპი ფარავს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა წამყვან სავაჭრო ობიექტს, სადაც მოიაზრება მსხვილი და საშუალო ჰიპერმარკეტების ქსელები, სააფთიაქო ქსელები და მცირე სავაჭრო პუნქტები. თითოეული საბაზრო არხისთვის გაყიდვების ჯგუფი ქმნის განსხვავებულ, კონკრეტულ არხზე მორგებულ სამოქმედო სტრატეგიას, ითვალისწინებს მათ თავისებურებებსა და შესაძლებლობებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ეფექტურ მომსახურებას და კმაყოფილებას.
ლიბო გრუპში საქართელოს მასშტაბით დასაქმებულია 150 ადამიანი, წარმოდგენილი პროფესიონალი, ძლიერი და კრეატიული გუნდით, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის ზრდას და წარმატებას.