ღიმილის ისტორია იტალიურად!
სწორედ ასე იწყება იტალიური წარმოების, პრემიუმ ხარისხის Pasta Del Capitano -ს ისტორია 1905 წლიდან, რომლის სულის ჩამდგემლი იტალიელი ფარმაცევტი კლიმენტე ჩიკარელია, რომელმაც საოჯახო რეცეპტით შექმნა სრულიად ახალი გემო და ინოვაცია პირის ღრუს მოვლის ტექნოლოგიაში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრენდის სლოგანიც “ჩვენი ოჯახიდან თქვენს ოჯახში” რაც საუკუნეზე მეტია უწყვეტად უზრუნველყოფს კავშირს ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილ პროდუქციასა და მომხმარბლებს შორის. იმ ისტორიის პატივსაცემად კი შეფუთვასა და სარეკლამო მასალებზე სიამაყით დაიტანება ბრენდის ავტორის, კლიმენტე ჩიკარელის პორტრეტი და ხელმოწერა ავტორისავე ფრაზით “ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლებს ხარისხიანი პროდუქციით”.
Pasta Del Capitano მალევე გახდა იტალიელთა საყვარელი პირის ღრუს მოვლის საშუალება და ას წლოვანი ისტორიით ღირსეულად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ევროპის წამყვან ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია “ლიბოგრუპია”.
საინტერესოა, რა მახასიათებლებით იმსახურებს Pasta Del Capitano იყოს ლიდერი არა მხოლოდ იტალიის, არამედ მთელ ევროპულ ბაზარზე. ბრენდმა უპირატესი მნიშვნელობა უსაფრთხოებას მიანიჭა. მისი შემადგენლობა აბსოლუტურად თავისუფალია ისეთი მავნე ქიმიური ნივთირებებისგან, როგორიცაა პარაბენები, ტრიკლოზანი, ნატრიუმის ლაურილ სულფატები და სხვა კონსერვანტები.
ბრენდი 3 ხაზის კბილის პასტას აერთიანებს: ყოველდღიური კბილის პასტა, სპეციალური მოვლა და პრემიალური ხაზი, ასევე აღსანიშნავია საბავშვო ხაზი. გარდა ამისა ბრენდის პორტფელში მოიაზრება კბილის ჯაგრისისა და კონცენტრირებული სავლების რამოდენიმე სახეობა.
უცილებლად აღსანიშნავია, რომ კბილის პასტების მთელ ამ სერიას საერთო დადებითი მახასიათებლები გააჩნია: უზრუნველყოფს ჯანსაღ სუნთქვას, აცილებს ბაქტერიების 99%-ს პირველივე გამოყენებისას, არ აზიანებს ღრძილებსა და კბილებს, აცილებს ნადებსა და ქვებს, იცავს კარიესისგან, გამოირჩევა სხვადასხვა არომატებითა და გემოებით, არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.
რაც შეეხება ჯაგრისებს. აღსანიშნავია საოჯახო, პროფესიონალური და მათეთრებელი კბილის ჯაგრისების ხაზი, რომლებიც მოიცავს რბილ, მაგარ და საშუალო სირბილის ჯაგრისებს. თითოეულ მათგანს გააჩნია ენის საწმნედი და ჰერმეტული თავსახური, რომელიც უზრუნველყოფს ჯაგრისის ჰიგიენურ შენახვას.
ცალკე აღსანიშნავია პრემიალური ხაზის ჯაგრისი. მისი სტილი და ფორმა ვინტაჟურობის უნიკალურობამ განაპირობა. წარმოადგენს ჩიკარელის მიერ 60-იან წლებში შექმნილი ორიგინალური ვერსიის ზუსტ რეპროდუქციას. ჯაგრულები დამზადებულია ნეილონით, რათა არ შთანთქოს წყალი და შეინარჩუნოს მდგრადობა დიდი ხნის განმავლობაში. აქვს სტანდარტულზე დიდი თავი, სტილური სახელური ავტორის ხელმოწერით და დაფარულია პლასტიკური საფარით, რომელიც, უზრუნველყოფს მის სისუფთავესა და უსაფრთხოებას მგზავრობის დროსაც კი. შეგიძლიათ აირჩიოთ ლურჯ, შავ და წითელ ფერებში.
რაც უკვე არაერთხელ აღინიშნა, იტალიური ხარისხი თავისთავად საუბრობს ბრენდის სანდოობაზე. ამიტომაც, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს PASTA DEL CAPITANO-ს პირის ღრუს მოვლის ახალი ხაზი ბავშვებისათვის, როგორც მცირეწლოვანთა (3+ წლიდან), ასევე, მოზარდთათვის (6+წლიდან).
სასიამოვნო კენკრისა და სხვადასხვა ხილის გემო გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ბავშვებისთვის პირის ღრუს მოვლის რუტინა სასიამოვნო პროცესად გადაიქცეს. საბავშვო კბილის პასტები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის საკითხს. მისი ფორმულა შეიცავს ფტორის მარილებსა და კალციუმს ნადებისგან მაქსიმალური დაცვისთვის, ასევე ბეტაინისა და ტუხტის ექსტრაქტებს, რომლებიც ამშვიდებს და უნარჩუნებს ღრძილებს ჯანსაღ მდგომარეობას. თავისუფალია ყველა მავნე ქიმიური ნივთიერებისგან.
ლიბო გრუპთან თანამშრომლობის შედეგად, Pasta Del Capitano -მ საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან შემოაბიჯა. ხარისხმა მალევე განაპირობა მისი წარმატება ქართულ ბაზარზე და ბრენდს უამრავი ერთგული მომხმარებელიც გაუჩნდა. მისი შეძენა შესაძლებელია ქსელურ აფთიაქებში, სუპერმარკეტებ სა და ჰიპერმარკეტებში.