არაფერში ისე არ მჟღავნდება მამაკაცის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა სუნამოს მოიხმარს იგი. სურნელი ის პირველი ეფექტია, რომელიც ქვეცნობიერ წარმოდგენას გვიქმნის პიროვნებაზე. STR8 -ის მრავალფეროვან პროდუქციაში, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, ნებისმიერი გემოვნების მამაკაცისთვის მოიძებნება სასურველი არომატი, გაჯერებული ერთდროულად ელეგანტური და მასკულანური სურნელებით.
STR8 ევროპული ბრენდია, რომელიც იწარმოება საბერძნეთში. მსოფლიოს მასშტაბით მისი დაფარვის ზონა ევროპასა და აზიაში ვრცელდება. 2020 წლიდან კი საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია ლიბო გრუპია. მაღალი სანდოობისა და ლიდერი პოზიციების გამო გაყიდვების სფეროში კომპანია Libo Group წარმატებით ახორციელებს, როგორც ბრენდის პოპულარიზაციას, ასევე მის დისტრიბუციას მთელ საქართველოში.
STR8-ის პროდუქცია არამარტო გამყოლი არომატითა და ნოტებით გამოირჩევა, არამედ შეფუთვის დიზაინითაც, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ და მეგობარი მამაკაცის საჩუქრის შერჩევისას პირველად სწორედ მას გაიხსენებთ. მისი შექმნის ინსპირაციის წყაროს მამაკაცური სიძლიერის, ქარიზმატულობისა და ელეგანტურობის შერწყმა და წინა პლანზე წამოწევა წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს 5 ძირითად არომატს: STR8 Original, STR8 Red Code, STR8 Rise, STR8 Ahead, STR8 Faith.
ბრენდი თავის ტავში მოიცავს მამაკაცის თავის მოვლის საშუალებებს:
სუნამო
გაპარსვის შემდგომ ლოსიონი
დეზოდორანტი სპრეი
შხაპის გელი
ტანის სურნელოვანი სპრეი