შეიგრძენი ზაფხული კაროტენთან ერთად უსაფრთხო რუჯით და მხიარული საზაფხულო თავგადასავლებით!
Carroten საბერძნეთის ცხელ კუნზულებზე 1980-იანი წლების დასაწყისში დაარსდა და ბრენდმა შთაგონების წყაროდ სტაფილო გამოიყენა, რომელიც ნამზეურის გაძლიერების უნარით და განსაკუთრებული ანტიოქსიდანტური თვისებებითაა ცნობილი. აღსანიშნავია პროვიტამინი A, რომელიც აძლიერებს კანის იმუნურ სისტემას და ეფექტურად იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ასევე, მასში შემავალი D ვიტამინი აქტიურდება მხოლოდ მზესთან ურთიერთქმედების შედეგად.
ამრიგად კაროტენი სტაფილოზე დაფუძნებული კომპოზიციით, პირველი მასობრივი რუჯის ხაზია, რომელიც 35 წელზე მეტია უსაფრთხო და ბუნებრივ რუჯთან ასოცირდება, რომელიც მიზნად ისახავს შეინარჩუნოს კანის ჯანმრთელობა და სილამაზე ყოველთვის, როდესაც მზეზე ხართ. კაროტენი დაარსების დღიდან მომხმარებლის საიმედო ბრენდად იქცა, ჯერ მშობლიურ საბერძნეთში, მალევე კი საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპასა და ავსტრალიაში, 2020 წლიდან კი პროდუქციის მრავალფეროვნებით საქართველოშიც გამოჩნდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ლიბოგრუპია. იგი წარმატებით ახორციელებს, როგორც მის დისტრიბუციას, ასევე ბრენდის მარკეტინგულ და პიარ კამპანიას.
Carroten როგორც, ნამზეურის მოვლის სრული ხაზი შიდა ინოვაციური კვლევისა და მუდმივად განვითარებადი ფორმულის შედეგია. პროდუქციის ფორმულები შემუშავებულია პროფესიონალ მეცნიერთა ჯგუფის მიერ, ხოლო გამოყენებული ინგრედიენტები საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების მხრიდან ლაბორატორიული კვლევებითაა დამოწმებული. გამომდინარე აქედან აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, სხვადასხვა ტიპის კანის უსაფრთხო დაცვისა და ბუნებრივი რუჯისთვის. აქვს აღმდგენი და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტი. კაროტენის პროდუქცია განკუთვნილია როგორც ქალებისა და მამაკაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც. აერთიანებს მზისგან დამცავ, გასარუჯ და გარუჯვის შემდგომ საშუალებებს. 4 დონის გაძლიერებული დაცვის სისტემა UVB+UVA+VL+IRA იცავს კანს გაწითლებისგან, დაწვისგან და მზისგან გამოწვეული სხვადასხვა დაზიანებებისგან. საბავშვო ხაზი გამდიდრებულია ბეტა-გლუკანით და D პროვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს კანის თავდაცვის უნარს ულტრაიისფერი გამოსხივების დროს, რაც სრულიად უსაფრთხოს ხდის პატარების მზეზე თამაშს.