არსებობს ნივთები, რომლებიც ისე გვეხმარებიან ყოველდღიურად, ვერც კი ვიგებთ. თითქოს ლოგიკურია ჩვენს გვერდით უჩუმრად არსებობდნენ.
დაგითვლიათ, რამდენჯერ გამოგიყენებიათ ლამაზად შეფუთული და ფერადი ხელსახოცი, სახის გამწმენდი სურნელოვანი ქაღალდი, სამზარეულოს ქაღალდი, თუნდაც ტუალეტის ქაღალდი და რამდენად დიდი დისკომფორტი იქნებოდა მათი არ არსებობა ჩვენს ყოველდღიურობაში?! საკმარისია დაგვავიწყდეს მათი შეძენა ან არ აღმოჩნდეს საკმარისად ხარისხიანი, მაშინვე წყდება ჩვენი ცხოვრების მშვიდი და კომფორტული ჯაჭვი.
უკრაინული მწარმოებელი კომპანია VGP, Ruta-ს ბრენდის ქვეშ სანიტარულ და ჰიგიენურ პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და 100% ეკო მეგობრულია. ისინი ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რათა შეინარჩუნონ უკრაინული კომპანიის, როგორც ევროპული დონის ლიდერის რეპუტაცია! ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, საუკეთესო იტალიური და გერმანული აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური პერსონალი - ყველა ეს ფაქტორი უზრუნველყოფს Ruta-ს პროდუქციის დადებით აღიარებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპასა და აზიის მსხვილ ქვეყნებშიც.
ბრენდის მისიაა მიაწოდოს მომხმარებლებს ყოველდღიური მოთხოვნილების მაღალი ხარისხის ჰიგიენის საშუალებები და იზრუნონ მათ კომფორტზე, შექმნან ახალი ღირებულებები თითოეული ადამიანისთვის.
რადგან Ruta ზრუნავს მომხმარებლების ჯანმრთელობაზე და გარემოზე, მათი წარმოების პროცესის დროს შემუშავებულია მაქსიმალური სისუფთავე: წარმოება არის სრულად ავტონომიური, ემისიების გარეშე და მკაცრად შეესაბამება ჰიგიენის სტანდარტებს.
დღესდღეისობით Ruta -ს პროდუქცია გერმანიაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, უნგრეთში, შვეიცარიაში, მოლდოვაში, ყაზახეთში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში იმპორტირდება, მისი ბრუნვა კი ყოველდღიურად იზრდება.
2019 წლიდან Ruta -ს პროდუქცია უკვე საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია ლიბოგრუპია. წარმატებული მუშაობის შედეგად რუტას პროდუქცია მთელ საქართველოში ფართოდაა წარმოდგენილი, როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის ცალკეულ მაღაზიებსა და ტრადიციულ არხებში.
2021 წლიდან კომპანია ლიბოგრუპი წარმატებულად ოპერირებს სომხეთში, ამ მუშაობის შედეგად რუტას პროდუქცია სომხეთის ბაზარზეც არის წარმოდგენილი, გაყიდვების მზარდი რიცხვი კი პროდუქტის უმაღლეს ხარისხზე და სანდოობაზე მეტყველებს.