Latest News

STR8

არაფერში ისე არ მჟღავნდება მამაკაცის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა სუნამოს მოიხმარს იგი. სურნელი ის პირველი ეფექტია, რომელიც ქვეცნობიერ წარმოდგენას გვიქმნის პიროვნებაზე. STR8 -ის მრავალფეროვან პროდუქციაში, რომელიც არც თუ ისე დიდიხანია გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, ნებისმიერი გემოვნების მამაკაცისთვის მოიძებნება სასურველი არომატი, გაჯერებული ერთდროულად ელეგანტური და მასკულანური სურნელებით, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს მამაკაცურ შარმს.

STR8 ევროპული ბრენდია, რომელიც იწარმოება საბერძნეთში. მსოფლიოს მასშტაბით მისი დაფარვის ზონა ევროპასა და აზიაში ვრცელდება. 2020 წლიდან კი საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია სადისტრიბუციო & მარკეტინგული ლიბო გრუპია. მაღალი სანდოობისა და ლიდერი პოზიციების გამო გაყიდვების სფეროში კომპანია Libo Group  წარმატებით ახორციელებს, როგორც ბრენდის პოპულარიზაციას, ასევე მის დისტრიბუციას მთელ საქართველოში.

STR8-ის პროდუქცია არამარტო გამყოლი არომატითა და ნოტებით გამოირჩევა, არამედ შეფუთვის დიზაინითაც, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ და მეგობარი მამაკაცის საჩუქრის შერჩევისას პირველად სწორედ მას გაიხსენებთ. მისი შექმნის ინსპირაციის წყაროს მამაკაცური სიძლიერის, ქარიზმატულობისა და ელეგანტურობის შერწყმა წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე ძირითად არომატს: Original, Red Code, Rise, Faith, Ahead, Live True და Hero.

 თუ მძაფრ და შთამბეჭდავ ნოტებს ეძებთ, STR8 Ahead დაგაინტერესებთ, შექმნილია ბერგამოტის და კედარის მძაფრი ნოტებით, რომლის გულში ვანილის ნაზი არომატი ერწყმის. გრილი ნოტების მოყვარეულებს STR8 Rise-ს გირჩევთ, რომლის ინსპირაციის წყაროს “Rabanne Invictus” წარმოადგენს და შექმნილია ცოცხალი ხილისა და მერქნის თავბრუდამხვევი ნოტებით. Red Code გაჯერებულია მაცდური და ენერგიული ნოტებით, რომელსაც უფრო ხშირად ქარიზმატული მამაკაცები ირჩევენ, ხოლო თუ თავისუფლება და ზაფხულის თავგადასავლები თქვენი მთავარი მოტივატორია, STR8  Live True შევქმენით, გაჯერებული ლავანდის მსუბუქი არომატითა და ზღვის ნოტებით.

ბრენდი თავის თავში მოიცავს მამაკაცის თავის მოვლის საშუალებებს:

სუნამო, გაპარსვის შემდგომ ლოსიონი, დეოდორანტი სპრეი, შხაპის გელი, ტანის სურნელოვანი სპრეი.

STR8 -ის შეძენა ქსელურ სუპერმარკეტებში და სააფთიაქო ქსელებში შეგიძლიათ, რომლის დაფარვის ზონა დღითიდღე იზრდება.