Latest News

Fino

 

წვრილმანები ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ ისინი ჩვენს სახლს და საყვარელ ოჯახს უკავშირდება. 

უკრაინული ბრენდი Fino დიასახლისების N1 ბრენდია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას აუციელებელი წვრილმანებით ავსებს, სამზარეულოს კი სისუფთავით. ბრენდი მაღალი ტექნოლოგიებისა და ნედლეულის გამოყენებით აწარმოებს სამზარეულოს პრემიუმ ხარისხის წვრილმან პროდუქციას, სახეხ და საწმენდ საშუალებებს სამზარეულოსთვის, მოცულობუთ პარკებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის და საცხობ აქსესუარებს, რადგან სამზარეულო ყოველთვის იდეალურად სუფთა იყოს, სახლი მოწესრიგებული, ხოლო თითეული მომზადებული კერძი განუმეორებლად გემრიელი. 

მნიშვნელოვანია რომ, ბრენდის მთავარი კონცეფცია ზრუნვაა. სწორედ მომხმარებელზე ზრუნვა აქცევს “Fino” -ს დიასახლისების განუყრელ მეგობრად. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს წარუდგინოს ნაწარმის ფართო ასორტიმენტი, ეკონომიური ფასები და მომსახურების მაღალი ხარისხი. ფინო წლებია ამ პრინციპს მიყვება, რაც წლიდან წლამდე კმაყოფილ მომხმარებელს და გაყიდვების მზარდ მონაცემებს ნიშნავს. ბრენდი თავის თავში აერთიანებს მაღალი გამძლეობისა და ტევადობის პარკებს საყოფაცხოვრებო / სამშენებლო ნარჩენებისთვის; სამზარეულოს მოვლის საშუალებების ფართო ასროტიმენტს, სახეხი მავთულის, ღრუბელის / ტილოების და ხელთათმანების სახით; საცხობ აქსესუარებს, ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციით, როგორციაა პერგამენტის ქაღალდი, ალუმინის ქაღალდი (ფოლგა) ხორცეულისა და თევზეულის შესაწვავი პარკი, მზა საკვების შესაფუთი და შესანახი პარკი და მრავალი სხვა წვრილმანი.

ფინო საქართველოში უკვე რამოდენიმე წელია შეიყვარეს და დააფასეს. დიასახლისების შეფასებით ნამდვილად იმსახურებს ოჯახში “მარჯვენა ხელის სტატუსს” სწორედ ამიტომ ფინო ზედიზედ 5-ჯერ გახდა N1 Golden Brand -ის გამარჯვებული სახლის მოვლის კატეგორიაში.

“ფინო” კომპანია ლიბო გრუპის პორტფელში უკვე წლებია იკავებს საპატიო ადგილს და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ბრენდი სრულად არის წარმოდგენილი საქართველოს ყველა რეგიონში სრული ასორტიმენტით როგორც მსხვილ ქსელურ მარკეტებში ასევე ტრადიციულ არხზე.