Latest News

canbebe

 

ქანბებე ბელგიური გიგანტი კორპორაციის - Ontex-ის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომლის მთავარი მიზანია შექმნას მაქსიმალური კომფორტი და  გაუმარტივოს ყოველდღიური რუტინა დედიკოებსა და პატარებს.

ქანბებემ შექმნის დღიდან უმოკლეს დროში მოიპოვა პოპულარობა, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზე. საქართველოში ბრენდის ყოველდღიურად მზარდი ცნობადობა მისი ოფიციალური დისტრიბუტორის, კომპანია ლიბოგრუპის დამსახურებაა და შედეგად ქანბებე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ქართველი მშობლების მხრიდან.

იმისთვის, რომ შექმნილიყო იდეალური საფენი, მწარმოებლებმა შეისწავლეს დედების მოთხოვნები და მოლოდინები. იდეალური საფენი უნდა ყოფილიყო შექმნილი ბუნებრივი კომპონენტებით, ქიმიური დანამატების გარეშე, რომელიც იზრუნებდა ბავშვის კანზე და რაც მთავარია დაიცავდა გაჟონვისა და სისველისგან ხანგრძლივი დროით.

სწორედ ამ იდეით შეიქმნა ქანბებე, რომელიც ბაზარზე მაღალი ხარისხით და ეკონომიური ფასით გამოირჩევა. იდეალურად იცავს ბავშვის კანს, რადგან მისი ზედაპირი შექმნილია ბუნებრივი კომპონენტებით, გააჩნია სითხის სწრაფად შემწოვი არხები, რაც უზრუნველყოფს მომენტალურ სიმშრალეს ხანგრძლივი დროით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამით, რათა პატარებს ეძინოთ მშვიდად შფოთვის გარეშე. მოწესრიგებული ძილის რუტინა კი ბავშვის სწორი ზრდისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ ქანბებე არ შეიცავს BPA-ს, პარფიუმს და პარაბენს. ამასთანავე PH ბალანსირებულია, რაც გამორიცხავს კანის გაღიზიანებას. ზრუნვის მაგალითს ასევე წარმოადგენს, საფენის რბილი გვერდითა ბარიერები, რომელიც არ ტოვებს ნაკვალევს და არ ქმნის დისკომფორტს.

ლიბოგრუპი უკვე 15 წელზე მეტია ქანბებეს ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიის ჩართულობითა და წარმატებული კამპანიების შედეგად ქანბებე ქართული ბაზრის ლიდერია და წლებია ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. პროდუქცია ფართოდ არის წარმოდგენილი როგორც სააფთიაქო ქსელებში: PSP, ავერსი, იმპექსი, ფარმადეპო, GPS, ასევე ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში: კარფური, სუფთა სახლი, ნიკორა, გუდვილი. მომხმრებლის გაზრდილი მოთხოვნის გამო, რათა არ შეფერხდეს მიწოდება და ნებისმიერ მომხმარებელს ქონდეს წვდომა, ასევე წარმოდგენილია მცირე მარკეტებში და გარე ბაზრობებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2021 წლიდან ლიბო გრუპის აქტიური ჩართულობით მოიცვა სომხეთის ბაზარი და საქართველოს მსგავსად უმოკლეს დროში ადგილობრივი ბაზრის ლიდერ ბრენდად მოგვევლინა.