იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ ჩნდება ის პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, გვიყვარს და ორმხრივი ერთგულება გვაკავშირებს. ხშირად, ხარისხიანი პროდუქცია დახვეწის და გარდაქმნის გრძელ გზას გადის. Sarantis Group სათაო ოფისით ათენში და წარმატების 50 წლიანი ისტორიით საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე დომინირებს სამომხმარებლო პროდუქტების სფეროში. Sarantis არ თმობს ლიდერობას ევროპელ მომხმარებელს შორის, რომელსაც პროდუქციას აწვდის, მთელი ევროპის მასშტაბით, შვილობილი კომპანიების მეშვეობით და ასევე, აქტიურ საექსპორტო საქმიანობის ეწევა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
ბრენდს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს 25-ზე მეტ წამყვან კომპანიასთან, რომლებიც თავის ბიზნესს ავითარებენ Sarantis Group ერთად. კომპანიის 2 600-ზე მეტი თანამშრომელი დასაქმებულია ჯგუფის 4 სხვადასხვა ქარხანაში, რომლებიც უზრუნველყოფილია ხარისხის და უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო, უკვე მზა პროდუქციას კომპანია ყიდის 110 000-ზე მეტ გაყიდვის წერტილში, მათ შორის საქართველოში.
ჩვენს ქვეყანაში სარანტისი თამაშრომლობს სადისტრიბუციო & მარკეტინგულ კომპანია ლიბოგრუპთან. ამ პარტნიორობის შეგედად საქართველოს თითოეული მოხმარებლისთვის ხელმისაწვდომია საუკეთესო ხარისხის ევროპული პროდუქცია, მათგან კი აუცილებლად აღსანიშნავია Carroten -ის რუჯისა და მზისგან დამცავი საშუალებები, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან “ლიბო გრუპმა” შემოიტანა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.