Latest News

Ergopack

 

ხშირად ჩვენს ცხოვრებაში კაშკაშა დეტალები ჩნდებიან, ირგვლივ უამრავი წვრილმანი გვახვევია, რომელიც მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში მზადდება და ჩვენს ყოვედრიურობას ქმნის, მათ გარეშე კი ჩვენი კომფორტის ზონა უბრალოდ არ არსებობს.

Ergopack სწორედ იმ კომპანიების ჩამონათვალს მიეკუთვნება, რომელიც მუდმივად ზრუნავს შექმნას ღირებული და გაუმარტივოს ცხოვრება მომხმარებელს. უკრაინული გიგანტი და ევროპული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი, რომლის საქმიანობაც ძირითადად მოიცავს სახლისა და თავის მოვლის საშუალებების წარმოება-დისტრიბუციას, ცნობილი ბრენდებით, მელოჩი ჟიზნი, Novax, Domi, STR8, B.U. Elode და სხვა, ფართოდაა წარმოდგენილი ევროპის, კავკასიისა ქვეყნებში.

ერგოპაკი შეიმუშავებს, აწარმოებს და მსოფლიო ბაზარზე ავრცელებს მაღალი ტექნოლოგიითა და ნედლეულით წარმოებულ პროდუქციას სახლის მოვლის, პირადი ჰიგიანის და მათ შორის პარფიუმერია-კოსმეტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ხარისხი, რომელსაც ერგოპაკი სთავაზობს მომხმარებელს, ეს იქნება წვრილმანი პარფიუმერული ნაწარმი, პირადი ჰიგიენის ნივთები თუ სახლის მოვლის ფართო ასორტიმენტი, მომხმარებელში მაღალი ხარისხით და საიმედო სტატუსით სარგებლობს, რაც განაპირობებს კიდეც კომპანიის ყოველდღიურ ზრდას ევროპის ბაზარზე.

Ergopack წარმოების და ბაზარზე ყოფნის უკვე 50 წელზე მეტს ითვლის. ეს წლები აღსავსეა წარმატების უამრავი ისტორიით, რომელიც მეტყველებს იმაზე, თუ როგორ წარმართავს კომპანია თავის საქმიანობას. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია თანამშრომლობა Sarantis Group -თან, რომელიც მუდმივად აფართოებს თავისი ბაზრის გეოგრაფიულ არეალს და წარმოადგენს წამყვან მიმართულებას თავის . სფეროში. დღესდღეობით ერგოპაკი თავის პორტფოლიოში 10-ზე მეტ პოპულარულ ბრენდს აერთიანებს:

მელოჩი ჟიზნი, Domi, Novax, tub.O.flo, Morning Fresh, STR8, Elode, C-thru, B.U. Luksja და სხვა.

მნიშვნელოვანია, ასევე თანამშრომლობის მასშტაბი. ერგოპაკი აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლობასთან წარმატებით თანამშრომლობს და უზრუნველყოფს პროდუქციით მომარაგების უწყვეტ ჯაჭვს. საქართველოში თანამშრომლობის ამ ჯაჭვს სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია “ლიბოგრუპი” უზრუნველყოფს, რომლის მთავარ მიზანს არამხოლოდ პროდუქციის დისტრიბუცია, არამედ პორტფოლიოში არსებული ბრენდების პიარსა და ცნობადობის გაზრდასაც წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია “მელოჩი ჟიზნი” რომელიც 2021 და 2022 წლების Golden Brand N1 გამარჯვებული გახდა თავის კატეგორიაში. რაც შეეხება დაფარვას, ერგოპაკისა და ლიბოგრუპის თანამშრომლობის შედეგად, პროდუქცია სრულად არის წარმოდგენილი მთელ საქართველოში, მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტებსა თუ ტრადიციულ არხებში. 2021 წლიდან კი ლიბოგრუპის სომხეთის ფილიალი ყოველდღიურად უზრუნველყოფს სომხეთის ბაზრის დაფარვას და მის ზრდა-განვითარებას